VISAGE
ფუნქციებიფასებიბლოგიFAQსიახლეებიკონტაქტი
შესვლაუფასო 30 დღე
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ხშირად გვისვამენ.

უფასო ცდას ბარათი სჭირდება?+

არა. რეგისტრაციის მომენტიდან გაგიაქტიურდებათ 1-თვიანი PRO გამოწერა, რათა გამოცადოთ აპლიკაცია სრული ფუნქციონალით.

შემიძლია ნებისმიერ დროს გავაუქმო?+

დიახ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ როგორც ფასიანი გამოწერა, ისე ანგარიში. ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენ მიერ დაგროვებული მონაცემები, შემდეგ კი წაშალოთ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

რა ენებზე მუშაობს პლატფორმა?+

ამჟამად ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

Excel-იდან მიგრაცია შეიძლება?+

დიახ, რა თქმა უნდა გვაქვს import ფუნქცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ სრულყოფილად გადმოტანაში.

მობილური აპლიკაცია გაქვთ?+

დიახ. როგორც კი გახსნით აპლიკაციას ნებისმიერი WEB ბრაუზერიდან, ავტომატურად შემოგთავაზებთ ინსტალაციას. დაინსტალირების შემდეგ აპლიკაცია ჩაემატება თქვენს ტელეფონში.

გეგმის შეცვლა შეიძლება?+

დიახ, ნებისმიერ დროს.

რა ღირს?+

ინდივიდუალური პროფესიონალისთვის პრემიუმ პაკეტის ღირებულებაა 25 ლარი თვეში, ხოლო სალონის შემთხვევაში 35 ლარი, რაც მოიცავს ერთ თანამშრომელს; ყოველ დამატებით თანამშრომელზე დაემატება 15 ლარი. მაგალითად, სალონი რომელსაც ჰყავს 3 თანამშრომელი, პრემიუმ გამოწერისთვის გადაიხდის 65 ლარს (35₾ + 2×15₾). ENTERPRISE გეგმის შემთხვევაში პირობები ინდივიდუალურად შეთანხმდება.

გაქვთ სხვა შეკითხვა?

გამოგვიგზავნე
ხშირად დასმული კითხვები | Visage