მხოლოდ აქტიური თანამშრომლები, რომლებიც ჯავშნებს იღებენ. ადმინისტრატორი, მენეჯერი ან დამლაგებელი, ვისაც „იღებს ჯავშნებს“ გამორთული აქვს, ფასში არ ითვლება, თუმცა დასწრებასა და ხელფასებში რჩება. სალონის მფლობელიც არ ითვლება, თუ თავად არ იღებს კლიენტებს.
საცდელ პერიოდზე საბანკო ბარათი მჭირდება?
არა. პირველ 10 დღეს Pro ტარიფის ყველა შესაძლებლობით უფასოდ სარგებლობთ, ბარათის მითითების გარეშე.
რა ხდება 10 დღის შემდეგ?
თუ გამოწერას არ გაააქტიურებთ, ანგარიში უფასო ტარიფზე გადავა. თქვენი მონაცემები არ იკარგება, უბრალოდ უფასო ტარიფის ლიმიტები ამოქმედდება. გამოწერის გააქტიურება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
თანამშრომლის დამატებისას ან წაშლისას ფასი იცვლება?
დიახ. ფასი ითვლება იმ თანამშრომლების მიხედვით, ვინც ჯავშნებს იღებს, ამიტომ თანამშრომლის დამატების ან წაშლის შემდეგ შემდეგი გადახდა თავისით გადაითვლება.
რა არის დამატებითი მოდულები?
ლოიალობის პროგრამა, სასაჩუქრე ბარათები, მარაგი, სალარო, ხელფასები, ავტომატური SMS და სხვა შესაძლებლობები, რომლებიც ყველა სალონს არ სჭირდება. ისინი ჩაირთვება თქვენი მოთხოვნით: მოგვწერეთ და პირობებს აგიხსნით.
შეიძლება ფასი უფრო დაბალი იყოს?
ამ გვერდზე ზოგადი ფასებია. აქციების დროს ფასი შეიძლება შემცირდეს. თუ აქცია მოქმედებს, მას რეგისტრაციის შემდეგ გამოწერის გვერდზე ნახავთ.
SMS-ები ფასში შედის?
ჯავშნის დადასტურება და შეხსენება Pro ტარიფზე ულიმიტო და უფასოა. მარკეტინგული და ავტომატური SMS-ები იგზავნება SMS პაკეტიდან, რომელსაც ცალკე ავსებთ.
შემიძლია ნებისმიერ დროს გავაუქმო?
დიახ. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ჯარიმის გარეშე.
Excel-იდან მონაცემების გადმოტანა შეიძლება?
დიახ. კლიენტების ბაზას Excel-იდან ან CSV-დან რამდენიმე წუთში შემოიტანთ, საჭიროების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.
ტელეფონზე მუშაობს?
დიახ. Visage მუშაობს ბრაუზერში, ტელეფონზე კი აპლიკაციის სახით დააყენებთ (PWA), Android-ზეც და iPhone-ზეც.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-სა და Microsoft Clarity-ს იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენება აპლიკაცია და მის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან უარყოთ.