დღეიდან Visage-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ახალი ფუნქციონალი: შეცვალეთ ჯავშნის გვერდის ბმული თქვენი სურვილისამებრ და დააგენერიროთ უნიკალური დიზაინის QR კოდი.
როგორ მუშაობს?
- ბრენდირებული QR კოდი: თქვენ შეგიძლიათ სრულად მოარგოთ QR კოდის ვიზუალი თქვენს ბრენდს — შეცვალოთ მისი ფერი, წერტილების ფორმა და ფონი.
- პერსონალური ბმული (Slug): აქამდე ონლაინ ჯავშნების ბმული სტანდარტულად გამოიყურებოდა:
visage.ge/book/[თქვენი_სალონის_სახელი]. დღეიდან კი შეგიძლიათ სალონის სახელის ნაცვლად ჩასვათ ნებისმიერი სასურველი სიტყვა ან კოდი.
როგორ გამოვიყენოთ?
- გადადით პარამეტრებიდან ონლაინ ჯავშნების გვერდზე.
- გახსენით QR კოდის სექცია, მოარგეთ დიზაინი თქვენს გემოვნებას და ჩამოტვირთეთ
.pngფორმატში. - ბმულის შესაცვლელად იპოვეთ სექცია „ჯავშნის ბმული (slug)“ და ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიტყვა.
💡 შენიშვნა: ბმულის ცვლილებისას ძველი ბმული გაუქმდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ ახალ მისამართს თქვენს სოციალურ ქსელებშიც განაახლებთ.
ხელმისაწვდომობა
განახლება უკვე აქტიურია და ხელმისაწვდომია Pro და Enterprise ტარიფის მომხმარებლებისთვის.